Accessibility links

logo-print

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბიაში ბრძოლის შეჩერებას ითხოვს


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკო ფრატინი, ლიბიაში შეტაკებების დაუყოვნებელი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა, რათა მოხერხდეს ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. პარალამენტის წინაშე გამოსვლისას ფრატინიმ ასევე განაცხადა, რომ ნატოს რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა, ლიბიაში ალიანსის საჰაერო კამპანიის შედეგად გამოწვეული სამოქალაქო მსხვერპლის გამო. პარალელურად, პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთი დიალოგის „მნიშნველოვან პარტნიორად“ აღიარებს ლიბიაში მუამარ კადაფის მოწინააღმდეგე მეამბოხეების მიერ შექმნილ დროებით საბჭოს. იან ძეჩი ამ განცხადებით დროებითი საბჭოს ხელმძღვანელთან, მაჰმუდ ჯიბრილთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა - რომელიც პეკინში ვიზიტით იმყოფება.
XS
SM
MD
LG