Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მთავრობამ გაუძლო ნდობის საკითხზე კენჭისყრას


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ გეორგ პაპანდრეუს მიერ ახლადდანიშნულმა მთავრობამ გაუძლო მის მიმართ ნდობის საკითზე გამართულ კენჭისყრას პარლამენტში. მთავრობამ 155 ხმით გაიმარჯვა 143-ის წინააღმდეგ. 300-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში ორმა დეპუტატმა პასუხისგან თავი შეიკავა. პაპანდრეუმ მთავრობის შემადგენლობა გასულ კვირაში შეცვალა და ახალი ფინანსთა მინისტრი დანიშნა. კენჭისყრის გამართვის ინიციატივა თავად პაპანდრეუს ეკუთვნოდა - მას მხარდაჭერის მოპოვება სურს იმ მომჭირნეობის ზომების გასატარებლად, რომლებიც საზოგადოების მწვავე უკმაყოფილებას იწვევს. ეს ზომები საბერძნეთის „ერთადერთი შანსიაო“, უთხრა პაპანდრეუმ პარლამენტს. მომჭირნეობის პოლიტიკის გატარებას ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ითხოვენ იმ 12 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის სანაცვლოდ, რომელიც ათენს ვალების დასაფარად სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ბანკროტად ქცევა ელის.
XS
SM
MD
LG