Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში 8 შიიტ აქტივისტს სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს


ბაჰრეინში საგანგებო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რვა შიიტ აქტივისტს, წლის დასაწყისში გამართული საპროტესტო აქციების დროს მთავრობის დამხობის დაგეგმვის ბრალდებით. სულ 21 ეჭვმიტანილი გასამაართლდა - აქედან 14 დაკავებულია, დანარჩენები დაუსწრებლად გაასამართლეს. ეროვნული უშიშროების სასამართლომ კიდევ 12 ეჭვმიტანილს 15 წლამდე მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. დღეს გასამართლებულ პირებს შორის გავლენიანი შიიტი დისიდენტი პოლიტიკური ლიდერები არიან. მარტში ბაჰრეინის ხელისუფლებამ ჩაახშო რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე აქციები, რომელთა მოთხოვნას ქვეყნის შიიტი უმრავლესობისთვის უფლებების გაზრდა წარმოადგენდა სუნიტთა მიერ მართულ სამეფოში. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეჭვმიტანილებს სუნიტთა მონარქიის დამხობა სურდათ და მათ კავშირები აქვთ „საზღვარგარეთ მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებთან“. მთავრობის განცხადებით, თებერვალში დაწყებულ საპროტესტო აქციებში ირანის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობის, ჰესბოლას ხელი ერია.
XS
SM
MD
LG