Accessibility links

logo-print

რუსეთი მოხსნის აკრძალვას ევროკავშირში მოყვანილ ბოსტნეულზე


ევროპის კომისიამ დღეს განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა მოხსნას აკრძალვა ევროკავშირში მოყვანილ ბოსტნეულზე - რომლის დაწესება მოჰყვა ევროპაში ახლახან მომხდარ იკოლის ეპიდემიას. რუსეთის მთავრობამ აკრძალვის გაუქმებას ხელი დღეს მოაწერა - ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისრის, ჯონ დალის მოსკოვში ვიზიტის დროს. დალი რუსეთში ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ მიავლინა, აკრძალვის მოხსნაში მოსკოვის დაყოლიების მიზნით. კომისიის განცხადებით, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, რომელიც რუსეთში უმ ბოსტნეულს შეიტანს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვალდებული იქნება წარადგინოს მოწმობა იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაშია ის მოყვანილი და რომ ის იკოლის ბაქტერიისგან სუფთაა. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი, გენადი ონიშჩენკო, აცხადებს, რომ რუსეთის და ევროკომისიის წარმომადგენლები ახლა დასხდებიან და შეათანხმებენ იმ ევროპული ლაბორატორიების სიას, რომელიც საკვების შემოწმებას ახდენს და რომლის სტანდარტებიც მოსკოვს დამაკმაყოფილებლად მიაჩნია. შარშან ევროკავშირმა რუსეთში 862 მილიონ დოლარამდე ღირებულების ბოსტნეული შეიტანა.
XS
SM
MD
LG