Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ ჩინელი ხელოვანი, აი ვაივეი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პატიმრობაში მყოფი ავანგარდისტი ხელოვანი, აი ვაივეი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სააგენტო „სინხუას“ თანახმად, აი ვაივეი - რომლის სახელიც მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი - მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან გადასახადებისთვის თავის არიდება აღიარა. სააგენტოს ხელოვანის გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად მისი ქრონიკული ავადმყოფობაც მოჰყავს. 53 წლის აი ვაივეი რამდენიმე თვის წინ დააპატიმრეს ეკონომიკური დანაშაულების ბრალდებით. აი ვეივეი ჩინეთის მთავრობის მწვავე კრიტიკოსია. მისი დაპატიმრების ფონი გაძლიერებული ზეწოლა იყო დისიდენტებზე. ხელოვანის დაპატიმრებას კრიტიკით გამოეხმაურნენ დასავლეთის ქვეყნები - მათ შორის აშშ და ევროკავშირი.
XS
SM
MD
LG