Accessibility links

logo-print

ბელორუსიის პოლიციამ საპროტესტო აქცია დაარბია


ბელორუსიის დედაქალაქში დაარბიეს საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იყო პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ჩვენი რადიოს ბელორუსული სამსახურის ცნობით, პოლიციამ დააკავა 150-მდე ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტი. ბოლო ხანს ინტერნეტში, სოციალური ქსელებით ვრცელდება დემონსტრაციებისაკენ მოწოდება ბელორუსიაში სავალუტო კრიზისით გამოწვეული მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა ბელორუსიის კიდევ 30-ზე მეტ დასახლებაში.
XS
SM
MD
LG