Accessibility links

logo-print

კლინტონი გამოეხმაურა რუსეთში ახალი პარტიის რეგისტრაციაზე უარს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატები „იმედგაცრუებულია“ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უარით ახალი პარტიის რეგისტრაციაზე. საქმე ეხება „სახალხო თავისუფლების პარტიას“, ანუ „პარნასს“, რომლის რეგისტრაციის თხოვნითაც გასულ თვეში შეიტანეს შესაბამისი დოკუმენტები რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ბორის ნემცოვმა და რამდენიმე სხვა ოპოზიციონერმა. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, რეგისტრაციაზე უარის მიზეზია დარღვევები, რომლებიც დოკუმენტებში აღმოაჩინეს - მათ შორის პარტიის სიაში შეყვანილი ფიქტიური პირები. ნემცოვმა დღეს, ჩვენი რადიოს რუსულენოვან სამსახურთან ინტერვიუში „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა უარს „პარნასის“ რეგისტრაციაზე. ხოლო განცხადებით, რომელიც ჰილარი კლინტონმა გააკეთა, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების შედეგად, "პარნასს", ფაქტობრივად, არ ეძლევა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. რუსეთში მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკავშირიც - მისი საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის ოფისმა „შეშფოთება“ გამოთქვა „პარნასის“ რეგისტრაციაზე უართან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG