Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის ზოგიერთი წევრი დაკავშირებულია ”ქართულ პარტიასთან”. სამინისტრომ გაავრცელა რამდენიმე სატელეფონო საუბრის ჩანაწერი და 4 დაკავებულის ჩვენება, რომლის თანახმად, შიდა ქართლის სპეცდანიშნულების რაზმის, სამხედრო პოლიციისა და სატყეო სამსახურის ყოფილი უფროსები თამაზ ბეგიაშვილი, ხვიჩა საბაშვილი და მალხაზ კაკაშვილი აპრილის ბოლოს იმყოფებოდნენ ოკუპირებულ სოფელ არცევში, შემდეგ ორ რუს ოფიცერთან ერთად გაემგზავრნენ ვლადიკავკაზში, სადაც ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდნენ. ამავე ჩვენებების თანახმად, ოქრუაშვილი 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად აპირებდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვლას, ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი ქართველი პოლიციელების განიარაღებას და შემდეგ გორში თავდასხმებს სპეცდანიშნულების რაზმსა და სამხარეო პოლიციაზე. შსს-ს ინფორმაციით, ოქრუაშვილის გეგმის განხორციელებაში მონაწილეობდა 15 პირი, რომელთაგან 8 დაკავებულია.
შვიდი პირი, მათ შორის ვლადიკავკაზში ოქრუაშვილთან შეხვედრის მონაწილენი ამჟამად იმალებიან. ჯგუფის წევრებს ბრალად ედებათ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა.
XS
SM
MD
LG