Accessibility links

სასამართლომ გაამართლა ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი


ამსტერდამში სასამართლომ გაამართლა ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, გეერტ ვილდერსი, რომელსაც წაყენებული ჰქონდა მაჰმადიანებისადმი სიძულვილისა და დისკრიმინაციის გაღვივების ბრალდება. საინფორმაციო საშუალებებთან საუბარში, ისევე როგორც 2008 წელს გადაღებულ ფილმში ვილდერსი ნაციზმს ადარებდა ისლამს. სასამართლომ დაადგინა, რომ ვილდერსის ანტიისლამური განცხადებები მართალია, შეურაცხმყოფელია მუსლიმებისთვის, მაგრამ არ არღვევს კანონს. თვით ვილდერსმა სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „ნიდერლანდში გამოხატვის თავისუფლების გამარჯვება“. „ ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი კიდეც! კარგი ამბავია ის, რომ კანონით დაშვებულია ისლამის კრიტიკულად შეფასება - საჯაროდ კრიტიკულად ლაპარაკი ისლამზე. ჩვენ ეს გვჭირდება, რადგან ჩვენს საზოგადოებათა ისლამიზაცია, ჩემი რწმენით, დიდი პრობლემაა“, განაცხადა ვილდერსმა. უმცირესობათა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა საჩივრის საფუძველზეც გაიმართა ვილდერსის სასამართლო პროცესი, ნათქვამი აქვთ, რომ, შესაძლოა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართონ. ვილდერსი სათავეში უდგას „თავისუფლების პარტიას“, რომელიც სიდიდით მესამე პარტიაა ნიდერლანდში.
XS
SM
MD
LG