Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პოლიციამ გაათავისუფლა დაკავებული დემონსტრანტები


ბელორუსიის პოლიციამ დღეს გაათავისუფლა ოთხშაბათს მინსკში დაკავებული 200-მდე დემონსტრანტის უმრავლესობა. დემონსტრაციაზე, რომელშიც 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვდნენ. უფლებადამცავ ორგანიზაცია „ვესნა-96“-ის ცნობით, პოლიციამ დააკავა მინსკში 200-მდე, ბელორუსიის რამდენიმე სხვა ქალაქში კი გაცილებით მეტი დემონსტრანტი. საპროტესტო აქციები ინტერნეტში სოციალური ქსელებით გავრცელებულ მოწოდებას მოჰყვა. ასეთი მოწოდებები გახშირებულია ბელორუსიაში ეკონომიკური კრიზისის გამწვავების ფონზე.
XS
SM
MD
LG