Accessibility links

logo-print

სირიის ჯარებმა თავი მოიყარეს თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში


სირიის ჯარებმა თავი მოიყარეს თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში, რაც უკავშირდება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას მის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ჩასახშობად. თვითმხილველების ცნობით, ასობით სამოქალაქო პირმა მიაშურა მეზობელ თურქეთს, როცა ტანკები მიუახლოვდნენ მათს ბანაკებს საზღვრის სირიულ მხარეზე. 10 000-მდე სირიელია გაქცეული თურქეთში, სამხედრო ოპერაციების შიშით. ოპოზიციის შეფასებით, სირიაში 1400-მდე ადამიანი შეიწირა რეპრესიებმა მას შემდეგ, რაც სამი თვის წინ დაიწყო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები.
XS
SM
MD
LG