Accessibility links

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი დღეს დაკრძალეს ოზურგეთში


ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი გია გოგუაძე დღეს ოზურგეთის რაიონში დაკრძალეს. ავღანელ თალიბთა თავდასხმის შედეგად მძიმედ დაჭრილი გია გოგუაძე გასულ კვირაში ჰოსპიტალში გარდაიცვალა. 2009 წლიდან, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს ჩართვის შემდეგ, ავღანეთში 9 ქართველი სამხედრო დაიღუპა. თავდაცვის სამინისტრო კონტინგენტის გაზრდას და მომავალ წელს ავღანეთში მეორე ბატალიონის გაგზავნას აპირებს.
XS
SM
MD
LG