Accessibility links

logo-print

შალვა ნათელაშვილმა გამოაქვეყნა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა


ლეიბორისტები ოპოზიციურ პარტიებს მიხეილ სააკაშვილისთვის ერთობლივი ეროვნულ-პოლიტიკური იმპიჩმენტის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა, რომელსაც ხელი პირველმა მოაწერა და იმედი გამოთქვა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები უახლოეს ხანში შეუერთდებიან. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის მოთხოვნისადმი პარტიების პოზიცია ნათლად წარმოაჩენს, თუ ვინ არის რეალური ოპოზიცია და "ვინ თამაშობს სააკაშვილის თამაშს".
XS
SM
MD
LG