Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში გაემგზავრა


”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში გაემგზავრა. დემოკრატიული მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტი წარმოადგენს ევროპული ტურნეს პირველ ეტაპს და მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების ობიექტურად ინფორმირებას სახალხო კრების მოთხოვნებისა და 26 მაისსა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. კონკრეტულად ვის შეხვდება ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში, დემოკრატიული მოძრაობის პრესსამსახური ჯერჯერობით არ ასახელებს.
XS
SM
MD
LG