Accessibility links

logo-print

ავღანეთში გააუქმეს არჩევნების შედეგების თითქმის მეოთხედი


ავღანეთში მოქმედმა საგანგებო კომისიამ გააუქმა გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თითქმის 25 პროცენტი. ქაბულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კომისიის თავმჯდომარე სადიკულა ჰაკიკიმ წაიკითხა სია პროვინციებისა, რომლებშიც განმეორებით დათვალეს საარჩევნო ბიულეტენები. მათგან ჰერათის პროვინციაში იყო შემთხვევა, როცა არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს, განმეორებით დათვლის შემდეგ, 5 000 ხმით ნაკლები აღმოაჩნდა, ხოლო დამარცხებულ კანდიდატს 12 000 ხმით მეტი, რამაც არჩევნების შედეგი შეცვალა. პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ საგანგებო კომისია 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმის გამო შეიქმნა, რომ კენჭისყრის შედეგად პოზიციის გაუმჯობესება შეძლეს კარზაის ოპონენტებმა და, შესაბამისად, საქმე ეხება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და არა სამართლიანობის სამსახურს.
XS
SM
MD
LG