Accessibility links

logo-print

კლინტონი: აშშ-ის მოლაპარაკება თალიბანთან „არასასიამოვნო“, მაგრამ საჭიროა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა აშშ-ის სენატში მოსმენებისას განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად ცდილობენ ავღანეთის კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას, თალიბანის ლიდერების მოლაპარაკების მაგიდასთან მიწვევის გზით. მისი თქმით, ძალადობრივი შეირაღებული ჯგუფების ლიდერებთან შეხვედრები "არ არის სასიამოვნო საქმე", მაგრამ ბრძოლების დასრულების მცდელობის საჭირო ნაწილია. მისი თქმით, პაკისტანს ვაშინგტონმა განუცხადა, რომ ვერ შეეგუება იმას, რომ პაკისტანს თავი შეაფარონ იმ ტერორიტებმა, რომლებიც აშშ-ზე თავდასხმას ესწრაფვიან, მაგრამ, მისივე თქმით, პაკისტანთან ურთიერთობას აშშ ვერ დათმობს როგორი არადამაკმაყოფილებელი და რთულიც უნდა იყოს ის.
XS
SM
MD
LG