Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვენია ჯარს ავღანეთიდან ოქტომბერში გამოიყვანს


სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ ეს ქვეყანა ოქტომბერში გამოიყვანს ჯარს ავღანეთიდან. ბორუტ პაჰორმა ეს ჟურნალისტებს უთხრა სამთავრობო სხდომის შემდეგ, ლიუბლიანაში. ნატოს წევრი ქვეყნის, სლოვენიის 89 სამხედროა ჩართული ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნაში.
XS
SM
MD
LG