Accessibility links

logo-print

კიევში ”ტიმოშენკოს საქმეზე” სასამართლო პროცესი იწყება


კიევის რაიონულ სასამართლოში დღეს იწყება სისხლის სამართლის განხილვა, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ეხება. მას ბრალად ედება უფლებამოსილების გადაჭარბება 2009 წლის დასაწყისში ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე რუსეთთან კონტრაქტების ხელმოწერისას. მოელიან, რომ სასამართლოს შენობასთან ტიმოშენკოს მხარდამჭერები შეიკრიბებიან. ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით. თუმცა, ეს საქმე ჯერ სასამართლომდე არ მისულა.
XS
SM
MD
LG