Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო სასამართლოს წინაშე წარდგა


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო სასამართლოს წინაშე წარდგა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობისას ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. ტიმოშენკო უარყოფს ბრალდებებს და ირწმუნება, რომ საქმე ეხება პოლიტიკურ შურისძიებას, რომლის უკანაც პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დგას. „ეჭვი არავის ეპარება, რომ პროკურატურა პრივატიზებულია, რომ სასამართლოები პრივატიზებული არიან, რომ სამართალი არ არსებობს. ამიტომ ის, რაც დღეს ხდება, არის იანუკოვიჩის პირადი პასუხისმგებლობა და პირადი შურისძიება თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ“, განაცხადა ტიმოშენკომ - 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთმა გმირმა, რომელიც იანუკოვიჩის მეტოქე იყო გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. კიევში სასამართლოსთან, სადაც ტიმოშენკო გამოცხადდა, მისი ათასობით მომხრე შეიკრიბა.
XS
SM
MD
LG