Accessibility links

11 700-ს მიაღწია სირიელთა რიცხვმა თურქეთის თავშესაფრებში


სირიელი ლტოლვილები თურქეთში

სირიელი ლტოლვილები თურქეთში

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სირიის 1 500-ზე მეტმა მკვიდრმა მიაშურა მეზობელ თურქეთს სამხედრო ოპერაციების გამო, რომლებსაც სირიის არმია ახორციელებს საზღვრის მიმდებარე რეგიონში საპროტესტო აქციებისათვის ბოლოს მოსაღებად. თურქეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო ანატოლიის ცნობით, 11 700-ს მიაღწია დროებით თავშესაფრებში მყოფი სირიელების რიცხვმა. იუწყებიან აგრეთვე, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სირიას მოუწოდა, თურქეთთან საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან უკან დახიოს სამხედრო ძალები. როგორც კლინტონმა ვაშინგტონში განაცხადა, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ყოფნა ზრდის კრიზისის ესკალაციის საფრთხეს. „ჩვენთვის სავსებით ნათელია, რომ თუ სირიის ჯარები დაუყოვნებლივ არ შეწყვეტენ თავდასხმებსა და პროვოკაციებს, რომლებიც მიმართულია არა მარტო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ქმნის საზღვარზე შეტაკებების საფრთხესაც, მაშინ ამ რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის მოწმე გავხდებით“, - უთხრა კლინტონმა ჟურნალისტებს.
XS
SM
MD
LG