Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა დაასრულა საქართველოში ვიზიტი


საქართველოში პირველი ვიზიტი დაასრულა გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც თვითნებურად დაკავების საკითხებზე მუშაობს. თავისუფლების აღკვეთის მხრივ არსებული ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზის შესაფასებლად გაეროს ექსპერტები საქართველოში 15 ივნისს ჩამოვიდნენ. 10 დღის განმავლობაში ისინი იმყოფებოდნენ თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის საპატიმროებში და შეხვდნენ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საქართველოში პირველი ვიზიტის შედეგებს გაეროს ექსპერტები თბილისში 16 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ, საბოლოო ანგარიშს კი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მომავალ წელს წარუდგენენ.
XS
SM
MD
LG