Accessibility links

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემა


პირველი ივლისიდან დასუფთავების ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის ყოველ ერთ კილოვატ საათ ელექტროენერგიაზე 5 თეთრი იქნება. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 24 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა მას შემდეგ, რაც საკითხს სამჯერ უყარეს კენჭი. მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა, ერთი თვით გადაედოთ საკითხის განხილვა, საკრებულოს 34-მა წევრმა 8-ის წინააღმდეგ დედაქალაქში დასუფთავების მომსახურების გადახდის წესის ცვლილებას მხარი მაინც დაუჭირა.
XS
SM
MD
LG