Accessibility links

logo-print

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა


საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა გაეროს ჯგუფის დელეგაციამ, რომელიც თვითნებური დაკავების საკითხებზე მუშაობს. დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელ ჰადჯი მალიკ სოუმ შემაჯამებელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში, ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ ინსტიტუციონალურ-საკანონმდებლო სტრუქტურაში, არის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინოვაციები.” ჩვენ ხელისუფლებას ვუთხარით, რომ პროკურორს აქვს ძალიან დიდი ძალაუფლება, რომ მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი. ჩვენ ვთქვით, რომ დაკავებებს აქვს სისტემატური ხასიათი. ჩვენ ვთქვით, რომ დაკავების ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებები არ გამოიყენება. ჩვენ ვთქვით, რომ სისტემა არის დისკრიმინაციული. ასე შემიძლია გაგრძელება კიდევ”, აღნიშნა ელ ჰადჯი მალიკ სოუმ, რომლის შეფასებითაც, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოში სასამართლო საქმეების 90 პროცენტი მოსამართლეთა მხრიდან მინიმალური ჩარევით, საპროცესო გარიგების საფუძველზე სრულდება, ხოლო დარჩენილი 10 პროცენტის მიმართ, უმეტეს შემთხვევაში, მკაცრი განაჩენი გამოაქვთ. გაეროს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი საქართველოს მთავრობის მოწვევით შედგა. ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნითი ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2012 წლის მარტში წარედგინება.
XS
SM
MD
LG