Accessibility links

logo-print

ავღანეთის საზღვარზე 15 ექსტრემისტი დაიღუპა


პაკისტანის მთავრობის ინფორმაციით, სულ მცირე 15 მეამბოხე დაიღუპა პაკისტანის თალიბანის ორ დაჯგუფებას შორის მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შედეგად. ინციდენტი დღეს მოხდა უკონტროლო ორაყზაის რაიონში, ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე. პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, მათთვის უცნობია, შეიარაღებული შეტაკების გამომწვევი მიზეზები.
XS
SM
MD
LG