Accessibility links

logo-print

ჰოსპიტალზე იერიშს ავღანეთში 30 ადამიანი ემსხვერპლა


30 ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ, დანაღმული მანქანით ჰოსპიტალზე განხორციელებული იერიშის შედეგად. ტრაგიკული ინციდენტი ავღანეთის ლოგარის პროვინციაში მოხდა. პროვინციის მთავრობის წარმომადგენლის, დინ მუჰამედ დარვაიშის განცხადებით, თვითმკვლელი მოიერიშის სამიზნეს წარმოადგენდა აზრას რაიონში მდებარე საავადმყოფო. დახოცილები და დაჭრილები საავადმყოფოს მედპერსონალი, მნახველები და პაციენტები არიან.
XS
SM
MD
LG