Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 ადამიანი დაიღუპა ყუნდუზის პროვინციის ბაზარში


ბომბის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 24 დაიჭრა ავღანეთის ყუნდუზის პროვინციის ხან აბადის დასახლებაში. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ასაფეთქებელი ნივთიერება დამონტაჟებული იყო ნაყინის მაღაზიის მახლობლად მდგარ ველოსიპედზე. აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელიც დაიღუპა. 10 წლის განმავლობაში, რაც პარტიზანულ ბრძოლებს ეწევიან, მეამბოხეები ხშრად ესხმიან თავს პოლიციისა და მთავრობის წარმომადგენლებს
XS
SM
MD
LG