Accessibility links

მიხაილ პროხოროვი „სამართლიანი საქმის“ პრეზიდენტად აირჩიეს


ცნობილი რუსი მეწარმე მიხაილ პროხოროვი მიიჩნევს, რომ ხოდორკოვსკი და ლებედევი უნდა გათავისუფლდნენ საპატიმროდან, რუსეთში უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლობები რეგიონებში, ხოლო მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგისა და ყველა დიდი ქალაქის მერი მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ. ეს არის იმ სამოქმედო გეგმის ნაწილი, რომელიც „სამართლიანი საქმის“ ახალმა ხელმძღვანელმა დღეს პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გააცნო ყრილობის დელეგატებს. პარტიის ლიდერის თქმით, მისი მიზანია, „სამართლიანი საქმე“ გახდეს რუსეთის მეორე მმართველი პარტია. გავრცელებული ინფორმაციით პარტია „სამართლიანი საქმე“ მხარს უჭერს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს. პარტიის ლიდერის არჩევნები რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
XS
SM
MD
LG