Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ჰოსპიტალზე იერიშის მსხვერპლთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა


60 კაცამდე გაიზარდა ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ავღანეთში. თვითმკვლელი ტერორისტი, დანაღმული მანქანით ჰოსპიტალს შეეჯახა, რის შედეგადაც სამედიცინო დაწესებულების შენობა მთლიანად დაინგრა. ნანგრევების ქვეშ მოყოლილია ათობით ადამიანი. ტრაგიკული ინციდენტი ავღანეთის ლოგარის პროვინციაში მოხდა. პროვინციის მთავრობის წარმომადგენლის, დინ მუჰამედ დარვაიშის განცხადებით, თვითმკვლელი მოიერიშის სამიზნეს წარმოადგენდა აზრას რაიონში მდებარე საავადმყოფო. დახოცილები და დაჭრილები საავადმყოფოს მედპერსონალი, მნახველები და პაციენტები არიან. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია თალიბანს.
XS
SM
MD
LG