Accessibility links

ერევანი და ბაქო კვლავ ერთმანეთს საყვედურობენ


ერევანი და ბაქო ერთმანეთს საყვედურობენ ყარაბაღის პრობლემის მოწესრიგების საქმეში წარუმატებლობის გამო. გუშინ ყაზანში რუსეთის შუამავლობით სამმხრივი სამიტი გაიმართა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ ნალბანდიანი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა ბაქოს პოზიციის გამო, რომელმაც უარი თქვა ხელი მოეწერა შუამავლების მიერ შექმნილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ძირითადი პირინციპებისათვის. თავის მხრივ შესაბამისი გადაწვეტილების მიღების უუნარობაში აზერბაიჯანი ბრალს სომხეთის ხელისუფლებას სდებს. აზერბაიჯანელი დეპუტატის რასიმ მუსაბეკოვის თქმით, ეს ორ მხარეს შორის ურთიერთობას ესკალაციამდე მიიყვანს და ნეგატიურად აისახება რეგიონში რუსეთის ინტერესებზე.
XS
SM
MD
LG