Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის შტატში ლეგალიზებულია ერთსქესიანთა ქორწინება


ნიუ-იორკი გახდა ამერიკის მეექვსე შტატი, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალიზებული ხდება. შესაბამის კანონს პარასკევს მოაწერა ხელი შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუამომ, რომელიც თავადაა ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი. მანამდე, საკანონმდებლო პროექტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო კრების ზედა პალატის წევრებმა. კანონს, რომელიც ძალაში შევა 30 დღის შემდეგ, ცვლილებების მომხრე ქალაქ ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა თავისუფლებისა და თანასწორობის „ისტორიული ტრიუმფი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG