Accessibility links

logo-print
გამომცემლობა “პეგასის” მიერ გამოცემულმა პოეტურმა კრებულმა “შრამი” შოთა იათაშვილის ბოლო 4 წლის მანძილზე დაწერილ ლექსებს მოუყარა თავი.

თავიდანვე ვიტყვი, რომ შოთა იათაშვილი მუდამ ფორმაშია. იგი ნებისმიერ პირობებში წერს ლექსს და ყოველი მისი ე.წ. ფორმიდან ამოვარდნაც ერთგვარ ფორმის ძიებად უნდა აღვიქვათ ხოლმე. დებიუტანტმა პოეტმა ირაკლი კაკაბაძემ, ვისი პირველი კრებულიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა, სწორედ ეს აღნიშნა ჩემთან საუბრისას:
იგი სხვადასხვანაირ ფორმას, სხვადასხვანაირ სტილს ეძებს და თითქოს ეს ძიება არც არის მისი მიზანი. ის უბრალოდ ასეთი ტიპია და ამით შოთას ლექსები მის ავტორს ჰგავს, იგი ერთ ადგილას ვერ ჩერდება...

“ჩემთვის შოთა იმით არის მნიშვნელოვანი და, ამასთანავე, ეს კრებულიც, რომ შოთა მუდმივ ძიებაშია და მისი თაობისგან მე ამითაც გამოვარჩევ. ის არ არის რაღაც სტატიკურ მდგომარეობაში და ფორმაშიც და სტილშიც ის სულ სხვადასხვანაირია ხოლმე და კრებულშიც ხშირად შეხვდები სათქმელს, რომელიც ჰაიკუს სტილშია გადმოცემული და ტრადიციული ფორმით, სონეტით. იგი სხვადასხვანაირ ფორმას, სხვადასხვანაირ სტილს ეძებს და თითქოს ეს ძიება არც არის მისი მიზანი. ის უბრალოდ ასეთი ტიპია და ამით შოთას ლექსები მის ავტორს ჰგავს, იგი ერთ ადგილას ვერ ჩერდება.”

მახსენდება მისი ერთ-ერთი ასეთი მახვილგონივრული ჰაიკუ, სათაურით “ნიცშე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას აჰყურებს და ფიქრობს”. ეს ლექსი სულ ორი სტრიქონისგან შედგება და იგი სათაურზე მოკლეა:

“ძალიან ბევრს ეწევა ღმერთი.
ამიტომ მალე მოკვდება.”


საერთოდ შოთას ლექსებში ძალიან ხშირად შეხვდებით ამგვარ უცნაურ თეოლოგიას. წიგნის ერთ-ერთი მთავარი ლექსი, საიდანაცაა აღებული კრებულის სათაური, იოანეს სახარების პერიფრაზით იწყება:

“პირველად იყო შრამი,
და შრამი იყო ღმერთთან,
და ღმერთი იყო შრამი...”


და მთელი ლექსის მანძილზე ამ ბარბარიზმის - “შრამის” - გამოყენებით და მისი ქართული შესატყვისის - “ნაიარევის” - გაელვებით ავტორი გარკვეულ სემანტიკურ ეფექტსაც აღწევს:

“ძალიან თვალში საცემია ამ კრებულში რელიგიური თემატიკა და იგი ამითაც გამოირჩევა. აქ არ არის, რა თქმა უნდა, ისეთი რელიგიური თემატიკა, სადაც დოგმატურ ხედვას ვხვდებით, არამედ რაღაც ალტერნატიული ხედვაა, შებრუნებული ბიბლიური ისტორიები და ამბები... ეს ძალიან საინტერესოდ არის გაკეთებული. მაგალითად, გამოვარჩევდი ამ მხრივ “ტანსაცმლის ოდას”, ძალიან საინტერესო ლექსს, რომელიც ჩემს თვალსაზრისს კიდევ უფრო ამტკიცებს”, - ამბობს ირაკლი კაკაბაძე.

შოთას თანამედროვე, მისი თაობის თუ გაცილებით ახალგაზრდა პოეტების ნაწერებში ასევე ძალიან ხშირია ეს რელიგიური თემატიკა. ამაზე ადრეც არაერთხელ აღმინიშნავს, მაგრამ დავუბრუნდები ირაკლის მიერ ნახსენებ “ტანსაცმლის ოდას” და კიდევ ერთ გაელვებას გავიხსენებ ამ ლექსიდან, რომელიც ასევე რელიგიურ ხასიათს ატარებს:

“...ადამიანს როდესაც ქმნიდა,
ღმერთს გარდერობი ჰქონდა
მისთვის გამზადებული...
გარდერობში ქალისათვის იყო თავშალი,
იყო ჩადრი,
იყო კორსეტი...
მამაკაცისთვის – ანაფორა, ბუშლატი, ჩოხა...
ერთისთვის – კვართი...”


შოთას კიდევ ერთი ლექსი, “დასაწყისი”, რომელსაც მიძღვნაში უწერია “მამა იოანეს”, ასევე ღმერთზე ლაპარაკით იწყება, თუმცა ეს ლექსი შოთა იათაშვილის ლექსის კიდევ ერთ თვისებას ააშკარავებს - იმას, რომ იგი მოძრაობის პოეტია, პოეტი, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ყველა სახის მოძრაობებისადმი: ქვემოდან – ზემოთ, მარჯვნიდან – მარცხნივ და ა.შ. იგი არაა მოძრაობის პოეტი იმ გაგებით, რა აზრსაც ილია ჭავჭავაძე დებდა თერგში, იგი არაა ენერგიის პოეტი, არამედ მონოტონური, ელემენტარული მოძრაობების პოეტია. ერთხელ, მახსოვს, თემურ ჩხეტიანზე სალაპარაკოდ მოვიწვიე გადაცემაში და მაშინაც წერაზე, პოეტის ხელის მოძრაობაზე ისაუბრა ყველაზე დიდი გატაცებით, პოეტის, რომელსაც მონოტონური მოძრაობებით თითქოს გულიდან გარეთ გააქვს საათქმელი.
ამ კრებულის ლექსებში მოჭარბებულად არის თვითირონია. შოთას ადრინდელ ლექსებშიც, რასაც მე გავცნობივარ, არის ეს დამოკიდებულება გარემოს მიმართ, მაგრამ აქ მოჭარბებულად არის...

“რა შეიძლება კიდევ ითქვას შოთასთან, უფრო სწორად, მის წიგნთან დაკავშირებით? ძალიან საინტერესო პოეტია შოთა იმითაც, რომ ის ყველაფერში ხედავს პოეზიას და გარშემო ყველაფერს, ჩვეულებრივ ნივთებსაც კი, ლექსად აქცევს. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბოლო ლექსი კრებულში “ფინალი”, რომელიც გაფიქრებინებს, რომ თითქოს პოეტისგან აღარც უნდა ელოდე, რომ იგი კიდევ დაწერს. თითქოს ეს ლექსი არა მხოლოდ კრებულის ფინალია, არამედ პოეტური ფინალია, სადაც ზუსტად ამას ახმოვანებს იგი, რომ ყველაფერზე წერდა, ყველაფერში ეძება და ყველგან იპოვა პოეზია და ახლა კიდევ ეძებს, სად შეიძლება იყოს - სამყაროში და მის გარშემო - ლექსი და პოეზია. ამითაც მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, XXI საუკუნეში ადამიანი, რომელიც ყველაფერში პოეზიას ხედავს და ლექსად გარდაქმნის. ესეც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელია.”

ეს ლექსი, “ფინალი”, შოთას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლექსია, შეიძლება ითქვას, თავისი შემოქმედების ირონიული შეჯამება, სადაც პოეტი ცნობიერების ნაკადს მიანდობს სათქმელს და აღმოჩნდება, რომ ყველაფერს, რაც ამ ავტომატური ჩამოთვლისას ამოტივტივდება პოეტის ცნობიერებაში, შესაბამისი სტრიქონები მოეძებნება პოეტისვე ადრინდელ ნაწერებში:

“ამ კრებულის ლექსებში მოჭარბებულად არის თვითირონია. შოთას ადრინდელ ლექსებშიც, რასაც მე გავცნობივარ, არის ეს დამოკიდებულება გარემოს მიმართ, მაგრამ აქ მოჭარბებულად არის ეს თვითირონია და ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სათქმელით აქვს ეს გადმოცემული.”
როგორც ჩანს, ამ გულწრფელობიდან წამოსული ერთგვარი ელდის გასანელებლად პოეტი გამიზნულად მიმართავს არტისტულობის იმ დოზას, რაც თვალშისაცემია ამ კრებულში...

მნიშვნელოვანი სათქმელის წიგნია თავად ირაკლი კაკაბაძის პირველი კრებულიც, რომელიც ზემოთ ვახსენე, “წერილები და მავთულხლართები”. მახსოვს, პირველად როდესაც გამომიგზავნა ლექსები, 2008 წელს, ვიფიქრე, რომ ირაკლი ზურაბის ძე კაკაბაძის ლექსებს ვკითხულობდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქამდე ჩემთვის უცნობ ავტორზე, ირაკლი კაკაბაძეზე იყო საუბარი. მახსოვს, მაშინ პატარა ესეი თუ რედაქტორის სვეტი დავწერე სამოქალაქო პოეზიაზე და თავის პირველ მინაწერში, რომელიც ჩემთვის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ლექსებს დაურთო ირაკლიმ, ზუსტად ეს სიტყვები ახსენა - “სამოქალაქო სულისკვეთება”. თავიდან ცოტა მიჭირდა მისი ნაწერებიდან ლექსების ამორჩევა, მაგრამ სულ მალე ახალი, უფრო საინტერესო ლექსები გამომიგზავნა, რომლებიც რამდენიმეჯერ ჟურნალშიც დავბეჭდე და 2 წლის თავზე ისინი ერთ კარგ კრებულად შეიკრა, რომლის შესავალშიც გიორგი ლობჟანიძის ერთ საგულისხმო წინადადებას იპოვით:

“როგორც ჩანს, ამ გულწრფელობიდან წამოსული ერთგვარი ელდის გასანელებლად პოეტი გამიზნულად მიმართავს არტისტულობის იმ დოზას, რაც თვალშისაცემია ამ კრებულში.”

ჩემი მხრივ, დავძენდი: ეს ზომიერი არტისტიზმია ის მთავარი, რითაც ირაკლი კაკაბაძე თავის პირველ ჭირნახულს მოიმკის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG