Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა კანონმდებლებმა ხუთი მოსამართლე დაითხოვეს


ავღანელმა კანონმდებლებმა კენჭი უყარეს ავღანეთის უზენაესი სასამართლოს ხუთი წამყვანი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რაც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისით არის გამოწვეული. აღნიშნული ნაბიჯი მოჰყვა პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის მიერ შექმნილ სპეციალურ ტრიბუნალს, რომელმაც 23 ივნისს დაადგინა, რომ 62 კანონმდებელი უნდა გათავისუფლდეს მათ მიმართ არსებული პრეტენზიების გამო, რაც უკავშირდება საარჩევნო ხმების გაყალბებას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს. ანალიტიკოსების თქმით, შაბათს გამართული კენჭისყრა გამოიწვია უკმაყოფილებამ სასამართლოს ქმედების გამო, რომელმაც ვერ შეძლო შეწინააღმდეგებოდა კარზაის სპეციალური ტრიბუნალის დადგენილებას.
XS
SM
MD
LG