Accessibility links

logo-print

გათავისუფლებულია ცნობილი ჩინელი აქტივისტი


ჩინეთის საპატიმროდან კიდევ ერთი ცნობილი დისიდენტი გათავისუფლდა. მისი მეუღლის თანახმად, ჰუ ჯია პეკინში საკუთარ საცხოვრებელ სახლში კვირას დილით დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ძირგამომთხრელი, ანტისამთავრობო მოღვაწეობის გამო საპატიმროში სამწელიწად-ნახევარი დაჰყო. ჰუ ჯიამდე ჩინეთის საპყრობილე დატოვა ცნობილმა მხატვარმა და აქტივისტმა აი ვეივეიმ. დისიდენტების გათავისუფლება დაემთხვა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ჟიაბაოს ვიზიტს ევროპაში.
XS
SM
MD
LG