Accessibility links

logo-print

ჰამიდ კარზაი პაკისტანს სარაკეტო იერიშებში ადანაშაულებს


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პაკისტანი დაადანაშაულა მისი ტერიტორიიდან ბოლო სამი კვირის განმავლობაში განხორციელებული 470 სარაკეტო იერიშის გამო. ავღანეთის სასაზღვრო უწყების ინფორმაციით, იერიშები ხორციელდება კუნარისა და ნანგარჰარის პროვინციებიდან, სადაც ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ, გაქცეული მოქალაქეების ზურგს ამოფარებული თალიბანი დაბრუნდა. კარზაიმ განცხადებაში პაკისტანის სამთავრობო ჯარები დაადანაშაულა დაბომბვაში და განაცხადა, რომ „იერიშები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.“
XS
SM
MD
LG