Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარყოფს გვარდიის მონაწილეობას სირიაში


ირანმა დღეს უარყო ევროკავშირის ბრალდება, თითქოს ირანის რევოლუციური გვარდია მონაწილეობდეს სირიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობაში. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამინ მეჰმანპარასტმა ევროკავშირი, ირანის საწინააღმდეგო პროპაგანდის გატარებაში დაადანაშაულა. ევროკავშირმა 24 ივნისს აუკრძალა ევროპის ქვეყნებში გადაადგილება და გაუყინა ანგარიშები ირანის რევოლუციური გვარდიის სამ მაღალჩინოსანს, რომლებსაც, ევროკაშირის ინფორმაციით, ბრალი ედებათ სირიის ლიდერ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში. აკრძალვა ირანის სამხედრო ძალების მეთაურზე, სპეცდანიშნულების ძალების სარდალსა და რევოლუციური გვარდიის სადაზვერვო უწყების მეთაურის მოადგილეზე ვრცელდება.
XS
SM
MD
LG