Accessibility links

logo-print

”რვიანი” ხელისუფლებას რამდენიმე დღეში უპასუხებს


საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფში ხელისუფლების წინადადებების განხილვა ჯერ არ დასრულებულა. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა უთხრა, რომ "რვიანის" საერთო პოზიცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლის, მამუკა კაციტაძის ცნობით კი, ხელისუფლების შეთავაზებებზე ჩამოყალიბებას "რვიანი" ორ დღეში დაასრულებს. მისივე თქმით, ხელისუფლების წინადადებებზე გარკვეული მიდგომები უკვე არსებობს.
XS
SM
MD
LG