Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში აფეთქებამ 25 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


25 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ დალა-კაპომბიში მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორმა თავდამსხმელა ლუდის ბარში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები შეყარეს და შემდეგ ცეცხლი გახსნეს ავტომატური იარაღიდან. სამართალდამცველების მტკიცებით, ტერაქტი რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფებამ "ბოლო ხარამმა" განახორციელა. მის წევრებს მიაჩნიათ, რომ მუსლიმები ”უზნეო ადგილებს” მათ შორის ბარებს უნდა მოერიდონ.
XS
SM
MD
LG