Accessibility links

logo-print

"ახალმა მემარჯვენეებმა" მიიღეს ხელისუფლების შეთავაზება


"ახალი მემარჯვენეები" თანახმა არიან, მიიღონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლების წინადადებები და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში აისახოს, - ამის შესახებ დღეს "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, განაცხადა. მემარჯვენეების აზრით, ხელისუფლების ეს წინადადებები მათი მხრიდან დათმობის პირველი პრეცედენტია.

"შეიძლება ითქვას, რომ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, პირველად მივაღწიეთ არა საუკეთესო, მაგრამ სოლიდურ შედეგს, რამაც შეიძლება ერთმნიშვნელოვნად უკეთესი გახადოს სარჩევნო გარემო... დღეს არის შანსი მივიღოთ, მართლაც არაორდინარული გადაწყვეტილება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული წინადადებები რეალურად ვაქციოთ ჩვენი წარმატების საფუძვლად", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
XS
SM
MD
LG