Accessibility links

logo-print

რუსეთში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს დაზვერვის ყოფილ აგენტს


მოსკოვში სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა საგარეო დაზვერვის ყოფილ პოლკოვნიკ ალექსანდრ პოტეევს, რომელიც დამნაშავედ სცნო სახელმწიფო ღალატსა და დეზერტირობაში. პოტეევი დაუსწრებლად გაასამართლეს დახურულ სასამართლო პროცესზე. ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში იმყოფება, დადანაშაულებულია შეერთებული შტატებისათვის ათობით რუსი აგენტის ვინაობის გამხელაში. გასული წლის ზაფხულში მოხდა შეერთებული შტატებიდან მათი დეპორტაცია რუსეთის სასარგებლოდ უკანონო საქმიანობაში ბრალდების საფუძველზე. ვაშინგტონმა ისინი გაცვალა ოთხ რუს მოქალაქეში, რომლებიც გასამართლებული იყვნენ დასავლეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით.
XS
SM
MD
LG