Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგაში გადაწყვეტენ, გაიცეს თუ არა კადაფის დაპატიმრების ორდერი


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დღეს გადაწყვეტენ, გასცემენ თუ არა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისა და მასთან დაახლოებული პირების დაპატიმრების ორდერებს. სასამართლოს მთავარი ბრალმდებელი ლუის მორენო ოკამპო მოითხოვს, რომ სასამართლოს წინაშე წარდგნენ მუამარ კადაფი, მისი ვაჟიშვილი სეიფ ალ-ისლამი და დაზვერვის სამსახურის უფროსი, აბდულა ალ-სენუსი, რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებთან დაკავშირებით. მორენო-ოკამპომ კვირას გამოთქვა შეფასება, რომ ლიბიაში სამხედრო დანაშაულებს ბოლო არ მოეღება კადაფის დაპატიმრებამდე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2002 წლიდან მოქმედებს და ჰააგაშია განთავსებული.
XS
SM
MD
LG