Accessibility links

logo-print

გაერო ავღანეთის პარლამენტს მოუწოდებს, ნუ გაამწვავებს კრიზისს


გაერო ავღანეთის პარლამენტს მოუწოდებს, თავი აარიდოს ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა, კრიზისი გაამწვავოს. პარლამენტარებში უკმაყოფილებას იწვევს საგანგებო კომისია, რომლის გადაწყვეტილებითაც მანდატები უნდა დააბრუნოს 62-მა კანონმდებელმა. კომისია გასულ წელს შექმნა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი დავის გამო. ავღანელმა პარლამენტარებმა წერილი გაუგზავნეს ავღანეთში გაეროს საგანგებო წარმომადგენელ სტაფან დე მისტურას და მასში საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვეს მხარდაჭერა კომისიის, მათი შეფასებით, უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG