Accessibility links

logo-print

პაკისტანი უარყოფს ავღანეთის დაბომბვის ბრალდებას


პაკისტანის არმია უარყოფს, რომ გასული კვირების განმავლობაში რაკეტები დაუშინა ორ პროვინციას მეზობელ ავღანეთში. პაკისტანი ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაადანაშაულა ბოლო სამ კვირაში 470 რაკეტის სროლაში და მოითხოვა იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. პაკისტანის არმიის პრესმდივნის, გენერალ-მაიორ ათარ აბასის განცხადებით, რამდენიმე რაკეტ შესაძლოა, შემთხვევით ჩავარდა ავღანეთის ტერიტორიაზე, როცა უშიშროების ძალები იერიშს ახორციელებდნენ სასაზღვრო რეგიონში მოქმედი ექსტრემისტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG