Accessibility links

logo-print

საქართველო ნოტას უგზავნის რუსეთს


საქართველო რუსეთს შვეიცარიის შუამავლობით ნოტას უგზავნის და ადასტურებს, რომ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოწოდების შესაბამისად, დიალოგისთვის მზად არის. საქართველომ რუსეთს 2008 წლის აგვისტოში უჩივლა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, ჰააგის სასამართლომ 2011 წლის 1 აპრილს გამოაცხადა, რომ სარჩელის არსებითად განხილვას არ დაიწყებს, რადგან მანამდე საქართველოს არ უცდია სადავო საკითხების უშუალოდ რუსეთთან განხილვა და მათ მოსაგვარებლად სხვა მექანიზმების გამოყენება. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველო 2008 წლის ომამდე და მის შემდეგაც აქტიურად, მაგრამ უშედეგოდ ცდილობდა დავის მოსაგვარებლად რუსეთთან დიპლომატიური არხებით დიალოგს. ამასთან, კალანდაძემ აღნიშნა, რომ რადგან მართლმსაჯულების სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს მიერ რუსეთთან დიალოგის კვლავ წარმოება, თბილისი საამისოდ მზად არის.
XS
SM
MD
LG