Accessibility links

logo-print

”ახალი მემარჯვენეები”: ”რვიანის” შესაძლებლობები ამოიწურა


”ოპოზიციური რვიანის” ორი პოლიტიკური სუბიექტი ხელისუფლების საარჩევნო ინიციატივებს დათანხმდა. ”ახალმა მემარჯვენეებმა” დღეს განაცხადა, რომ ”რვიანის” შესაძლებლობები ამოიწურა, მას მმართველი პარტიის წინადადებებისადმი ერთიანი პოზიცია არ აღმოაჩნდა, ამიტომ ”ახლებმა” პარტიული გადაწყვეტილება მიიღეს და ხელისუფლებისგან გასული კვირის ბოლოს შეთავაზებულ წინადადებებს დათანხმდნენ. მათ შეთავაზებას ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ უწოდა არა საუკეთესო, მაგრამ სოლიდური შედეგი. კაციტაძე მისაღებად მიიჩნევს მმართველი პარტიისგან შეთავაზებულ 107 პროპორციულ და 83 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო სიების შემოწმებას ცსკ-სგან დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, მედიის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგისთვის სპეციალური კომისიების შექმნას და გამგეობებისა და გუბერნიების ადმინისტრაციული შენობებიდან საოლქო საარჩევნო კომისიების გადატანას. რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, ხელისუფლების ერთ-ერთი წინადადებით, პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც მის საარჩევნო ინიციატივებს დათანხმდებიან, თავად არჩევნებში კი, 5%-იან ბარიერს გადალახავენ, მილიონ ლარს მიიღებენ საარჩევნო ხარჯების დასაფარად.
XS
SM
MD
LG