Accessibility links

logo-print

გაერო სამშვიდობო ჯარებს გააგზავნის სუდანში


გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ერთხმად მიემხრო 4200 ეთიოპელი მშვიდობისდამცველის გაგზავნას სუდანში, ტერიტორიული უთანხმოების გამომწვევ აბიეის რეგიონში. სამშვიდობო ჯარების მეთვალყურეობას გაუწევენ აბიეიდან ჩრდილოეთ სუდანის ჯარების გასვლას, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დაცვას. ჩრდილოეთ სუდანის ჯარებმა 21 მაისს დაიკავეს აბიეი, რის შემდეგაც ამ რეგიონიდან 100 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა, უმეტესწილად, სამხრეთ სუდანში. ეს მოვლენები ცხადჰყოფს დაძაბულობას ქვეყანაში, რომლის სამხრეთი ნაწილიც 9 ივლისს გამოაცხადებს დამოუკიდებლობას.
XS
SM
MD
LG