Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი დისიდენტების ჯგუფი „მშვიდობიან ამბოხებას“ უჭერს მხარს


სირიელი დისიდენტების ჯგუფმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ „მშვიდობიან ამბოხებას“. განცხადებაზე სამუშაოდ დღეს დამასკში 100-ზე მეტი ოპოზიციონერი აქტივისტი შეიკრიბა. ავტორები განცხადებას „შეთანხმებად“ მოიხსენიებენ და პირობას დებენ, რომ დარჩებიან „სირიაში თავისუფლების, დემოკრატიის და პლურალიზმისთვის მიმდინარე მშვიდობიანი ამბოხების ნაწილად, რათა მშვიდობიანი გზებით დემოკრატიული სახელმწიფოს დაარსება მოხდეს.“ შეხვედრა დამასკის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა. ზოგიერთმა აქტივისტმა და ოპოზიციონერმა შეხვედრა დაგმო - განაცხადა, რომ ის რეჟიმის ლეგიტიმაციას ახდენს იმ ფონზე, როცა რეპრესიები კვლავაც გრძელდება. აქტივისტების ინფორმაციით, მარტის შემდეგ მიმდინარე, ბაშარ ასადის საწინააღმდეგო აქციებზე უსაფრთხოების ძალების მხრიდან ზეწოლას 1,400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG