Accessibility links

logo-print

კარზაის წარმომადგენელი: ავღანეთის საარჩევნო კრიზისი შიდაპოლიტიკური საკითხია


ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის წარმომადგენელმა, ვაჰიდ ომარმა დღეს განაცხადა, რომ ავღანეთში კვლავაც არსებული საარჩევნო კრიზისი შიდაპოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს და მთავრობა გარეშე ძალას ამ პროცესში ჩარევის საშუალებას არ მისცემს. ომარის თქმით, საკითხი შიდაპოლიტიკურ კონტექსტში, ავღანეთის კონსტიტუციის თანახმად გადაიჭრება. ამ განცხადებას ერთი დღით უსწრებდა ავღანეთის პარლამენტარების მხრიდან გაეროს მისამართით გაგზავნილი თხოვნა მხარი დაუჭიროს პარლამენტის ქვედა პალატას, ჰამიდ კარზაისთან შექმნილ დაპირისპირებაში. გაერომ, თავის მხრივ, პარლამენტს მოუწოდა თავი აარიდოს ნაბიჯებს, რომლებიც პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. პარლამენტართა გულისწყრომას იწვევს საგანგებო სასამართლო, რომელმაც გაყალბების ბრალდებების გამო 62 დეპუტატს მანდატის დათმობა მოსთხოვა.
XS
SM
MD
LG