Accessibility links

logo-print

ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გადადგა


ავღანეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა აშშ-ში ვიზიტისას გადადგომის შესახებ განაცხადა. აბდულ ყადირ ფიტრატი ირწმუნება, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია ავღანეთში კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფონზე. ფიტრატი ავღანეთის მთავრობას აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო ავღანეთის უმსხვილესი კერძო ბანკის ”ქაბულის ბანკის” თითქმის განადგურებამდე მიყვანაში დამნაშავეთა გასამართლება. გამომძიებელთა თანახმად, ბანკმა თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი გასცა ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მათ შორის - პრეზიდენტ კარზაის ნათესავებზე დაუსაბუთებელი სესხების სახით. კარზაის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფიტრატს ავღანეთის მთავრობისთვის არ უცნობებია გადადგომის შესახებ. მან განაცხადა აგრეთვე, რომ ფიტრატის საქმეს იძიებენ. ”ქაბულის ბანკთან” დაკავშირებული სკანდალი საფრთხის ქვეშ აყენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ავღანეთის დახმარებას მომავალში.
XS
SM
MD
LG