Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ბელორუსიას ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს


ბელორუსიას რუსეთის ვალი აქვს - მას მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური არ გადაუხდია, რის გამოც რუსეთი აპირებს დღეს, შუაღამისას დროებით შეწყვიტოს ბელორუსიისთვის დენის მიწოდება. ივნისის დასაწყისში ბელორუსიის ვალი მილიარდნახევარ რუსულ რუბლს შეადგენდა. 9 ივნისს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შემცირდა, რის შემდეგაც ბელორუსიამ ვალის ნაწილი დაფარა. დღეს, ერთკვირიანი გადავადების შემდეგაც, ”ინტერ რაო ეეს”-ის ანგარიშზე თანხა არ დარიცხულა. კომპანია აცხადებს, რომ სრულად შეწყვეტს ბელორუსიაში დენის მიწოდებას. ”ბელენერგო” ირწმუნება, რომ ფლობს საკმარის თანხას ბელორუსული რუბლით და პრობლემა მხოლოდ ამ თანხის მყარ ვალუტაზე გადაცვლაა, რაც ქვეყანაში სავალუტო დეფიციტით არის გაპირობებული.
XS
SM
MD
LG