Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა


ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პროკურატურამ. მის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილს ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და მისი ხელმძღვანელობა. პროკურატურა განმარტავს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს შსს-მ გამოაქვეყნა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით დაკავებულთა ჩვენებები, რომლის თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილი მაისში, 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად აპირებდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვლას და გორში თავდასხმებს სპეცდანიშნულების რაზმსა და სამხარეო პოლიციაზე. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG